This document is available in Georgian only.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 30.10.2026
1. ვინ ვართ
შპს „ფიქსონი" (LTD Fixon), ს/კ 400471510 (შემდგომში „ჩვენ"), ვმართავთ ვებგვერდს fixon.ge, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ზეთის შეცვლის სერვისი ადგილზე მისვლით.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ტელეფონის ნომერი (SMS ვერიფიკაციისთვის, შეკვეთის შესახებ შეტყობინებებისთვის და ზეთის შემდეგი შეცვლის შეხსენებებისთვის — შეხსენებებზე უარის სათქმელად დაგვიკავშირდით);
- ელ. ფოსტა (თუ მიუთითებთ);
- მისამართი და გეოლოკაცია, სადაც სერვისი უნდა შესრულდეს;
- ავტომობილის მონაცემები (მარკა, მოდელი, წელი, ძრავი);
- შეკვეთების ისტორია და გადახდის სტატუსი. ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ — გადახდას ამუშავებს სს „საქართველოს ბანკი".
- საიტის გამოყენების მონაცემები: ნანახი გვერდები, ჯავშნის ნაბიჯები, მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპი, მიახლოებითი მდებარეობა IP მისამართით.
3. რისთვის ვიყენებთ
შეკვეთის მიღება და შესრულება, თქვენთან დაკავშირება, გადახდის დამუშავება, სერვისის ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება, საიტის მუშაობის ანალიზი და გაუმჯობესება.
4. ვის გადავცემთ
მხოლოდ სერვისის შესრულებისთვის აუცილებელ პარტნიორებს: სს „საქართველოს ბანკი" (გადახდა), SMS Office (SMS), Google Maps (მისამართის რუკა), Vercel (ჰოსტინგი და ქუქის გარეშე ვიზიტების სტატისტიკა), PostHog (საიტის ანალიტიკა, სერვერები ევროკავშირში) და Sentry (ტექნიკური შეცდომების აღრიცხვა, პერსონალური მონაცემების გარეშე). მონაცემებს არ ვყიდით და მარკეტინგული მიზნით მესამე პირებს არ გადავცემთ.
5. რამდენ ხანს ვინახავთ
შეკვეთის მონაცემებს — კანონით გათვალისწინებული საბუღალტრო ვადით; SMS ვერიფიკაციის კოდებს — რამდენიმე წუთი; ანგარიშის მონაცემებს — სანამ ანგარიში აქტიურია ან წაშლას არ მოითხოვთ.
6. Cookies
აუცილებელი: ავტორიზაციის სესიის cookie, თქვენი cookies-ის არჩევანი, ასევე კალათა და ჯავშნის დაუსრულებელი მონაცემები ბრაუზერის მეხსიერებაში. მათ გარეშე საიტი ვერ იმუშავებს.
ანალიტიკა (მხოლოდ თანხმობით): PostHog ინახავს ანონიმურ იდენტიფიკატორს (cookie და ბრაუზერის მეხსიერება), რომ დავინახოთ, სად ჭედავს ჯავშნის პროცესი. ის ასევე იწერს საიტზე მოქმედებებს. ამ ჩანაწერებში ველებში შეყვანილი ტექსტი დაფარულია. შესვლის შემდეგ ეს მონაცემები თქვენს ანგარიშს უკავშირდება. თანხმობამდე ან უარის შემთხვევაში PostHog cookies-ს არ იყენებს, სესიებს არ იწერს და მხოლოდ ანონიმურ სტატისტიკას აგროვებს. Vercel-ის სტატისტიკა cookies-ს საერთოდ არ იყენებს.
სარეკლამო cookies-ს არ ვიყენებთ. არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ საიტის ქვედა ნაწილში „ქუქიების პარამეტრები“ ღილაკით. საიტი ორივე შემთხვევაში სრულად მუშაობს.
7. თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, აგრეთვე მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (pdps.ge).
8. კონტაქტი
ტელეფონი: +995 577 97 97 01
ელ. ფოსტა: fixongeorgia@gmail.com
