მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 14.09.2026
1. მომსახურება.შპს „ფიქსონი" (ს/კ 400471510) ასრულებს ავტომობილის ზეთის და ფილტრის შეცვლას თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, შეთანხმებულ დროს.
2. შეკვეთა და ფასი. ფასი ფიქსირდება შეკვეთის დადასტურებისას და მოიცავს პროდუქტს და მომსახურებას. საბოლოო ღირებულება შეიძლება შეიცვალოს, თუ ადგილზე გამოვლინდება შეკვეთისგან განსხვავებული ავტომობილი ან მოცულობა — მხოლოდ თქვენი თანხმობით.
3. გადახდა.ბარათით (სს „საქართველოს ბანკის" სისტემით) ან ნაღდი ანგარიშსწორებით მომსახურების დასრულებისას.
4. გაუქმება. შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია ოპერატორის გამოსვლამდე უფასოდ. ონლაინ გადახდილი თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე.
5. პასუხისმგებლობა. ვიღებთ პასუხისმგებლობას შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და გამოყენებულ პროდუქტზე. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ავტომობილის სწორ მონაცემებზე. არ ვაგებთ პასუხს ავტომობილის წინასწარ არსებულ ხარვეზებზე.
6. დავები. წყდება მოლაპარაკებით, შეუთანხმებლობისას — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
