კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 14.09.2026
1. ვინ ვართ
შპს „ფიქსონი" (LTD Fixon), ს/კ 400471510 (შემდგომში „ჩვენ"), ვმართავთ ვებგვერდს fixon.ge, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ზეთის შეცვლის სერვისი ადგილზე მისვლით.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ტელეფონის ნომერი (SMS ვერიფიკაციისთვის და შეკვეთის შესახებ შეტყობინებებისთვის);
- ელ. ფოსტა (თუ მიუთითებთ);
- მისამართი და გეოლოკაცია, სადაც სერვისი უნდა შესრულდეს;
- ავტომობილის მონაცემები (მარკა, მოდელი, წელი, ძრავი);
- შეკვეთების ისტორია და გადახდის სტატუსი. ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ — გადახდას ამუშავებს სს „საქართველოს ბანკი".
3. რისთვის ვიყენებთ
შეკვეთის მიღება და შესრულება, თქვენთან დაკავშირება, გადახდის დამუშავება, სერვისის ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება.
4. ვის გადავცემთ
მხოლოდ სერვისის შესრულებისთვის აუცილებელ პარტნიორებს: სს „საქართველოს ბანკი" (გადახდა), SMS Office (SMS), Google Maps (მისამართის რუკა), ჰოსტინგისა და ტექნიკური მონიტორინგის პროვაიდერები. მონაცემებს არ ვყიდით და მარკეტინგული მიზნით მესამე პირებს არ გადავცემთ.
5. რამდენ ხანს ვინახავთ
შეკვეთის მონაცემებს — კანონით გათვალისწინებული საბუღალტრო ვადით; SMS ვერიფიკაციის კოდებს — რამდენიმე წუთი; ანგარიშის მონაცემებს — სანამ ანგარიში აქტიურია ან წაშლას არ მოითხოვთ.
6. Cookies
ვიყენებთ მხოლოდ ტექნიკურად აუცილებელ cookies-ს (სესია, ავტორიზაცია). სარეკლამო ან თვალთვალის cookies-ს არ ვიყენებთ.
7. თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, აგრეთვე მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (pdps.ge).
8. კონტაქტი
ელ. ფოსტა: fixongeorgia@gmail.com
